FlowBite Logo
New Magic

საბაჟო საქმე

Learn more about our educational programs and their requirements

About the program

საქართველოს უსაფრთხოება და ეკონომიკური აღმავლობა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული სახელმწიფო საზღვრის ეფექტიან მართვაზე. საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდისა და საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სახელმწიფო საზღვრის მართვის ეფექტიანი სისტემის განვითარება. აღნიშნული გულისხმობს მტკიცე ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსსასაზღვრო კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობას და კონტრაბანდასთან, ტრანსსასაზღვრო ორგანიზებულ დანაშაულთან, არალეგალურ მიგრაციასთან, ადამიანებით ვაჭრობასთან, ქბრბ მასალებით, იარაღით, ნარკოტიკებით, ფსიქოტროპიული ნივთიერებებითა და პრეკურსორებით, ორმაგი დანიშნულების საქონლის უკანონო ბრუნვასთან, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ცხოველთა და მცენარეთა სიჯანსაღის წინააღმდეგ მიმართული სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით. სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში დაკავებული ადამიანები, მათ შორის მებაჟეები, ხელს უწყობენ ადამიანებისა და ტვირთების კანონიერ გადაადგილებას, უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრების ეფექტიან კონტროლს, უსაფრთხოებას და მიგრაციული პროცესების ანალიზსა და მართვას. ამ სფეროში მომუშავე ადამიანები მონაწილეობენ სახელმწიფო საზღვრის მართვაში და სახელმწიფო საზღვრის მართვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაში. შესაბამისად საქართველოს და საერთაშორისო შრომის ბაზარზე ერთერთი ყველაზე პრესტიჟული და მოთხოვნადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაა - საბაჟო საქმე. აჭარის რეგიონში საქართველოს ერთერთი მსხვილი საბაჟო გამშვები პუნქტი - სარფის საბაჟო მდებარეობს.

Program Details

Period

15 თვე

Created

3/9/2025

Last Updated

3/9/2025

FAQS

Frequently Asked Questions


Ready to join thisCommunity?
LLC `New Magic` is located in the Autonomous Republic of Adjara, in Batumi. The college was authorized on December 28, 2023, and the vocational school began its activities in January 2024. The college successfully implements its main goal, to train highly qualified specialists in accordance with the demands of the labor market.