FlowBite Logo
ნიუ მეჯიქი

სიახლეები

Blog Post
Blog Post

კოლეჯი ,,ნიუ მეჯიქი" მონაწილე იყო 2025 წლის ქალ მეწარმეთა ბიზნეს ფორუმის – „შექმენი მომავალი: მარკეტინგის, გაყიდვების და AI-ის ძალა ბიზნესში“ კოლეჯი დირექტორის მოადგილემ ირმა ადეიშვილმა და მანანა ხაბაძემ, სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა წარმოადგინა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალთა გაძლიერება. სასწავლებლის ადმინისტრაციულ პოზიციებზე ქალები მნიშვნელოვნად არიან წარმოდგენილი. 📝ფორუმის ფარგლებში მოეწყო ინსპირაციული სესიები. ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელი იყო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ახალი პარტნიორების მოძიება. ფორუმმა აჩვენა, რომ ქალ მეწარმეთა შესაძლებლობები და ხედვა წარმოადგენს ეკონომიკური წინსვლის მნიშვნელოვანი ძალას.

S

New Magic

Dec 17, 2025

Blog Post
Blog Post
Blog Post

პროფესიული სტუდენტები პროფესიულ განათლებაში პირველ ნაბიჯებს დგამენ. სასწავლო ლაბორატორიებში სწავლის პროცესი მიმდინარეობს.

S

New Magic

Dec 15, 2025

Blog Post
Blog Post
Blog Post

კოლეჯმა ,,ნიუ მეჯიქი" მონაწილეობა მიიღო აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. შეხვედრისას კოლეჯს დირექტორი ლევან ტაკიძე წარმოადგენდა. პალატის წევრები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და 2025 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამეს. ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრის მიზანია რეგიონის ბიზნესსექტორისა და საჯარო უწყებების წარმომადგენელთა გაერთიანება ერთიან პლატფორმაზე — გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

S

New Magic

Dec 10, 2025

Blog Post
Blog Post

ჩვენ პარტნიორ კომაპნია SELF.HR--ის ღონისძების მონაწილე ვიყავით. ბათუმში შეხვედრის თემა იყო- პერსონალურ მონაცემთა დაცვა რეკრუტინგში - როგორ დავიცვათ კანდიდატების სენსიტიური ინფორმაცია? კომპანიამ ახალი პროდუქტი Self Recruit - ჩვენი ახალი პროდუქტი რეკრუტინგისა და ონბორდინგისთვის წარადგინა. საუბარი შეეხო AI ფუნქციონალს და გააზიარეს ინფორმაცია, რა მექანიზმებით იცავენ კანდიდატთა პერსონალურ მონაცემებს. მსგავსი ღონისძიებები აქტუალურ თემებზე ბათუმსა და თბილისში ეხმარება კომპანიას უფრო ახლო ურთიერთობა ქონდეს პარტნიორებთან

S

New Magic

Nov 25, 2025

Blog Post
Blog Post
Blog Post
Blog Post
Blog Post

ახალი უნარები უკეთესი მომავლისთვის-საშემოდგომო რეგისტრაციისას ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყო. ➡️აღმზრდელი ➡️საბაჟო საქმე ➡️ფარმაცია (სააფთიაქო) ➡️საექთნო განათლება ➡️ბუღალტრული აღრიცხვა პროფესიულ სტუდენტებს კოლეჯის დირექტორი შეხვდა. პროგრამის ხელმძღვანელებმა სწავლების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. წინ ბევრი მიზანია და პროფესიულ განათლებაში ახალი წარმატებული ნაბიჯების ათვლა დაიწყო.

S

New Magic

Nov 24, 2025

Blog Post
საბუთების მიღება დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხი აპლიკანტების საყურადღებოდ! 3 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოთ საბუთები👇 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი, დიპლომი) ასლი; წვევამდელი მიღწეული აპლიკანტი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვენდებარება) ვალდებულია წარმოადგინოს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; თანადაფინანსების თანხის გადახდის ქვითარი; ბათუმი, ი. ჯავახიშვილის ქ. 3ა 🔖საბუთების მიღება: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე- გაითვალისწინეთ შესვენების დრი 13:00 საათიდან 14:00 საათამდე. საბუთები არ მიიღება დასვენების დღეებში (შაბათ-კვირა)

S

New Magic

Oct 31, 2025

Blog Post
Blog Post
Blog Post
Blog Post
Blog Post
Blog Post
Blog Post

კამპანიის ავტორს ექიმ თემურ გოგიტიძეს და ფონდს ,,Life Foundation" სიცოცხლეს ვუმასპინძლეთ. საინფორმაციო შეხვედრა გაიმარათა კოლეჯის პროფესიული სტუდენტებისთვის, პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვისა და ადმინისტრაციის წევრებისთვის. პროფესიულმა სტუდენტებმა აუდიტორიას ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ექიმმა თემურ გოგიტიძემ ძუძუს კიბოს ადრეული და დროული სკრინინგის შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა სამედიცინო და ტექნოლოგიურ მიღწევებზე, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის როლზე აღნიშნული დავაადების პრევენციის საკითხში. კიბო განაჩენი არ არის და ერთად ყველაფერს შევძლებთ!

S

New Magic

Oct 29, 2025

Blog Post
ვაცხადებთ ვაკანსიებს

კოლეჯი ,,ნიუ მეჯიქი" აცხადებს ვაკანსიას 9 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მიმართულებებზე: • პროფესიული განათლების მასწავლებლი - მოქმედი ფარმაცევტი. • პროფესიული განათლების მასწავლებლის -მოქმედი ექიმი რადიოლოგი. • პროფესიული განათლების მასწავლებლი - მოქმედი თერაპევტი • პროფესიული განათლების მასწავლებლი- მოქმედი ბიოქიმიკოსი • პროფესიული განათლების მასწავლებლი - მოქმედი კრიტიკული (გადაუდებელი) მედიცინის ექიმ/სპეციალისტი. • სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტი - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების (მოდულური) სწავლების სფეროში გამოცდილების მქონე. • არქივარიუსი • ადამიანური რესურსებისა და საქმისწარმოების მართვის სამსახურის უფროსი ( HR მენეჯერი) • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის- სპეციალისტი ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) საიტზე- info@newmagic.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

S

New Magic

Oct 27, 2025


მზად ხართ შემოუერთდეთ ჩვენსკოლეჯს?
შპს „ ნიუ მეჯიქი“ მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქ. ბათუმში. კოლეჯს ავტორიზაცია 2023 წელს 28 დეკემბერს მიენიჭა და 2024 წლის იანვრიდან პროფესიულმა სასწავლებელმა საქმიანობა დაიწყო. კოლეჯი წარმატებით ახორციელებს მის მთავარ მიზანს, მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად,მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.