შეხვედრა ბიზნეს სექტორთან
კოლეჯმა ,,ნიუ მეჯიქი" მონაწილეობა მიიღო აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. შეხვედრისას კოლეჯს დირექტორი ლევან ტაკიძე წარმოადგენდა. პალატის წევრები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და 2025 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამეს. ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრის მიზანია რეგიონის ბიზნესსექტორისა და საჯარო უწყებების წარმომადგენელთა გაერთიანება ერთიან პლატფორმაზე — გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
S
New Magic
Dec 17, 2025
