კარიერული განვითარების მიზნით შეხვედრა ხოზრევანიძის კლინიკაში
კარიერული განვითარების მიზნით, ჩვენ პარტნიორ ხოზრევანიძის კლინიკაში ,,საექთნო განათლების“ პროფესიული სტუდენტებისთვის შეხვედრა გაიმართა. პროფესიულ სტუდენტებს სამედიცინო დაწესებულის კლინიკურმა მენეჯერმა დალილა ცივაძემ და კოლეჯის დირექტორმა ლევან ტაკიძემ მიმართეს. შეხვედრაზე დაწესებულების მენეჯმენტისა და მედპერსონალის წარმომადგენლებმა ისაუბრეს დასაქმების შესაძლებლობაზე, პროფორიენტაციისა და კლინიკის სამედიცინო მიღწევების შესახებ. მეორე და მესამე სასწავლო წლის პროფესიულ სტუდენტებს კლინიკამ ექთნის ასისტენტობა, კურსდამთავრებულებს კი ვაკანტურ პოზიციებზე განაცხადის შეტანა შესთავაზა. ხოზრევანიძის კლინიკა ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაციის კომისიის (AACI) მიერ აკრედიტებული კლინიკაა და აჭარაში ერთერთი წარმატებული სამედიცინო დაწესებულებაა. ნიუ მეჯიქის“ პროფესიული სტუდენტებისთვის კლინიკაში პრაქტიკული სწავლების კომპონენტი წლებია მიმდინარეობს.
New Magic
Oct 10, 2025
