,,ნიუ მეჯიქსა“ და ხოზრევანიძის კლინიკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
კოლეჯ ,,ნიუ მეჯიქსა“ და ხოზრევანიძის კლინიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი დღეს კოლეჯის დირექტორმა ლევან ტაკიძემ და სამედიცინო დაწესებულის კლინიკურმა მენეჯერმა დალილა ცივაძემ მოაწერეს. თანამშრომლობა მოიცავს პროფესიული პროგრამის ,,საექთნო განათლების " პროფესიული სტუდენტებისთვის კლინიკაში პრაქტიკული სწავლების კომპონენტს.
S
New Magic
May 28, 2025